საქართველო-NATO-ს ურთიერთობა

რასმუსენი: 2014 წელს საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა არ გახდება

2014 წელს საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა არ გახდება, უკრაინამ კი საერთოდ უარი თქვა გაწევრიანებაზე - რია ნოვოსტის  ცნობით,  ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაადასტურა NATO-ში გაწევრიანების მისწრაფება. მაგრამ, მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება. ჯერჯერობით, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველო-NATO-ს საბჭოს ფარგლებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთ-NATO-ს საბჭოს სხდომამდე.

რასმუსენის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანების სურვილით წარდგნენ. თუმცა, შემდეგ უკრაინამ გადაწყვიტა, ყველანაირ სამხედრო კავშირში გაწევრიანებისგან თავი შეიკავოს.
"უკრაინამ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკა და ჩვენც აღარ ვითანამშრომლებთ ამ ქვეყანასთან უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფარგლებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები