ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: თბილისის მერობის ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული

france24.com/

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოსტის დატოვებამდე თბილისის მერობის სასურველ კანდიდატურასაც დაასახელებს. როგორც ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, ქალაქის მერი მეურნე, საქმის მკეთებელი და კარგი მენეჯერი უნდა იყოს.

"ასეთი მერი უნდა ჰყავდეს ქალაქს და არა ისეთები, პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ და ერთმანეთის ჯაჯგურში არიან. წასვლამდე შემიძლია დავასახელო ქალაქის მერობის კანდიდატურაც და შეიძლება მანამდე, საბჭოზეც მოვახერხო შეთანხმება. მე მაქვს ჩემი წარმოდგენა და აქაც ძალიან ღირსეული კანდიდატი მყავს შერჩეული. ამაზე თავში წარმოდგენა უკვე მაქვს, თუმცა არც იმ კანდიდატმა და არც გუნდმა ეს არ იცის", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები