სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოჭი 2014 საორგანიზაციო კომიტეტი ქართულ მხარეს მიმართავს

ოლიმპიურ თამაშებზე არავინ იქნება აკრედიტებული აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სახელით, ნათქვამია სოჭი 2014 საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტის წერილში, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში მოვიდა. შეგახსენებთ, რომ სოჭში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მედიისთვის გამოყოფილ სააკრედიტაციო ფორმაში ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების არსებობა რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ  საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაგზავნილ საპროტესტო წერილს, ლოზანადან უპასუხეს, რომ სოკ-ი ლეგიტიმურ წევრად, მხოლოდ ქართულ მხარეს აღიარებს. 10 ოქტომბერს, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ალმა-ათაში გამართულ ფორუმს დაესწრო, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები და რუსული მხარე, ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჩააყენა საქმის კურსში. დენის სეკაჩოვი წერილში, სწორედ ემზარ ზენაიშვილს მიმართავს.

ყველაფრის მიუხედავად, ამ ეტაპზე ოლიმპიურ თამაშებზე მედიისთვის გამოყოფილი სააკრედიტაციო ფორმიდან ე.წ სამზრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები ამოღებული არ არის.

სოჭი 2014 საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"17 ოქტომბერი 2013
ბატონ ემზარ ზენაიშვილს
საქართველოს ეოკ-ის გენერალურ მდივანს

ა.წ. 9 ოქტომბერს დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს რეგიონალურ ფორუმზე საქართველოს ეოკ-ის მიერ გამოთქმული შეშფოთებისა და ასევე 2013 წლის 10 ოქტომბერს სეოკ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტის ბატონი ელგუჯა ბერიშვილისგან მიღებული ელექტრო ფოსტის საპასუხოდ გვსურს მოგახსენოთ:

* სოჭი 2014 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობს მხოლოდ სოკ-ის მიერ აღიარებულ ეოკ-ებთან და ორგანიზაციებთან;
* თამაშების სააკრედიტაციო სისტემაში შეტანილია ქვეყნების ორი სია:

- პირველი -მოიცავს სოკ-ის მიერ აღიარებულ ეოკ-ებს
- მეორე სიაში კი შეტანილია აპლიკანტების ქვეყნების კოდები, რათა აღინიშნოს აპლიკანტების მოქალაქეობა, დაბადების ქვეყანა და ასევე მათი საცხოვრებელი ადგილი. ქვეყნები აღნიშნულ სიაში შეტანილია მსოფლიო ქვეყნების რუსეთის კლასიფიკაციის საფუძველზე.

ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არავინ იქნება აკრედიტებული აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სახელით, რამდენადაც, როგორც თქვენ უკვე სწორად აღნიშნეთ თქვენს გამოსვლაში, სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეოკ-ს და მის იურისდიქციას საქართველოს მთელს ტერიტორია.

მოუთმენლად ველით თქვენს დელეგაციას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. 
საუკეთესო სურვილებით,


დენის სეკაჩოვი

სოჭი 2014 საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი".

კომენტარები