პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ნინო ბურჯანაძე ყველა კვლევით მესამე ადგილზეა

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის კრიტიკისგან თავს იკავებს. როგორც ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას თქვა, მისი დამოკიდებულებაა, რომ არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ გააკრიტიკოს. 

"რატომ არ მაკრიტიკებს ნინო ბურჯანაძე, ეს ჩემთვის გასაგებია. მე გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადოებაში და ალბათ ამიტომაც ცდილობს ქალბატონი ნინო - არ გამაკრიტიკოს, რამეთუ ზედმეტი კრიტიკა ძალიან დიდ სარგებელს ვერ მოუტანს. მე არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, არც ნაციონალების კანდიდატის კრიტიკას არ ვცდილობ. არ მინდა, ბურჯანაძესაც შევეხო კრიტიკულად. მინდა, რომ უფრო დაბალანსებულად წავიდეს არჩევნები და კრიტიკული გამონათქვამები არ ვიხმარო", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძე არ არის რთული შესაფასებელი.

"მისასალმებელია, რომ ის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მონაწილეობს. ბურჯანაძეს ნონა გაფრინდაშვილი უჭერს მხარს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ ბურჯანაძის წარსულიც და აწმყოც. კრიტიკულობას თავს ავარიდებ. მე თავს ვიკავებ კრიტიკული გამონათქვამებიდან, თუმცა, თავის დროზე ყველაფერი ვთქვი. ნინო ბურჯანაძეს შესატყვისი პოზიცია აქვს, დღეს რაც აქვს, მესამე ადგილზეა ყველა კვლევით, 10%-ის ირგვლივ არის, ბაქრაძე 1-2%-ით უსწრებს", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები