ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

AFET: ევროინტეგრაციის წინაპირობა პოლიტპატიმარი მერაბიშვილის გათავისუფლებაა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი (AFET) საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და საქართველოს მთავრობისგან მის გათავისუფლებას მოითხოვს.

დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ევროპარლამენტი "მხარს უჭერს რა ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელშესახები პროგრესი კანონის უზენაესობის სფეროში. ეს გულისხმობს ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარებას".

ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ დააყენოს ზემოხსენებული წინაპირობის გათვალისწინების საკითხი და შეიმუშავოს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეფასდება ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები