ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა

თინათინ ბოკუჩავა: ხელისუფლებისგან კონკრეტულ ქმედებებს ველით

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიაში არ ბრუნდება, ის არის, რომ მათ საჩივრებზე არანაირი რეაგირება არ ხდება. ბოკუჩავა ხელისუფლებისგან კონკრეტულ ქმედებებს ელის. მისი განცხადებით, თუ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი "შეცვლის თავის დამოკიდებულებას" და ეს აისახება კონკრეტული ქმედებებით, ნაციონალური მოძრაობა თავის გადაწყვეტილებას გადახედავს.

"თუ ეს აისახება იმაში, რომ მოახდინოს ადეკვატური რეაგირება ძალადობის ფაქტებზე, რომ შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების დევნა, მაშინ, რა თქმა უნდა, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო - გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების  აზრით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს თმენის მეტი ვალდებულება აქვს.

 

კომენტარები