ნობელის ლაურეატები

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ ამერიკელ მეცნიერს მიანიჭეს

World Economic Forum

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ ამერიკელ მეცნიერს მიანიჭა. აკადემიამ 8 მილიონი შვედური კრონა პიტერ ჰენსენს, რობერტ შილერს და იუჯინ ფამას გადასცა. მეცნიერებს პრესტიჟული პრემია საბაზრო აქტივების ფასების ემპირიული ანალიზისთვის გადაეცათ. შილერი, რომელმაც გლობალური ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა, თავიდანვე ფავორიტებს შორის სახელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემია ეკონომიკაში ალფრედ  ნობელის 1895 წლის ანდერძში არ იყო გათვალისწინებული, ეს პრემია 1968 წლიდან სწორედ ნობელის ხსოვნის პატივსაცემად გაიცემა.

კომენტარები