ციხეებში მონიტორინგი

არასამთავრობო სექტორი ციხეებში მონიტორინგის აღდგენას ითხოვს

ipn.ge

არასამთავრობო სექტორი ციხეებში მონიტორინგის უფლებას ითხოვს. სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები დისკუსიას მართავენ, სადაც დეპუტატებიც მონაწილეობენ. დღეს არის სამუშაო შეხვედრა და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

შეხვედრაზე საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც ციხეში არსებულ სიტუაციას გაუწევს მონიტორინგს.

არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის - თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ სახალხო დამცველის მუშაობას, თუმცა მიიჩნევს, რომ დამატებითი მონიტორინგი მხოლოდ წაადგება სასჯელაღსრულების სისტემას. "მიგვაჩნია, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, მთელი რიგი მომენტები, როდესაც ოპერატიულობა ან საზოგადოების ჩართულობა მონიტორინგის პროცესში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სისტემის გაჯანსაღებას", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ შეიძლება მონიტორინგის ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარემ დააკომპლექტოს.

 

კომენტარები