საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობაზე გამოცხადებული კონკურსი შეჩერდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წ. 9 ოქტომბრის განჩინებით, შეჩერდა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 12 სექტემბრის #264 გადაწყვეტილების მოქმედება, რითაც გამოცხადდა კონკურსი სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი მიიღო. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განმარტებით კი, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე კონკურსი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერდა, რადგან ბორდი ორმა წევრმა დატოვა. ამით, საბჭო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში უუნარო გახდა.

კომენტარები