ნობელის პრემია მშვიდობისთვის

მშვიდობისთვის ნობელის პრემია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ მიიღო

ქიმიური იარაღის  აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) მშვიდობისთვის განკუთვნილი ნობელის პრემია მიიღო. ჰააგაში დაარსებულმა ორგანიზაციამ ჯილდო სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებისთვის ინტენსიური მუშაობისთვის მიიღო.

რამდენიმე კვირის წინ OPCW-მა ინსპექტორები სირიაში გაუშვა, ასადის ქიმიური მარაგის დემონტაჟის და განადგურების მიზნით. 

OPCW-ის გამარჯვება მოულოდნელი იყო. წელს ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად პაკისტანელი გოგონა მალალა იუსაფზაი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვიდრი, გინეკოლოგი დენის მუკვენგე ითვლებოდნენ.

 

კომენტარები