რუსეთი

რუსეთის ბერკეტი

2013 წლის 12 სექ­ტემ­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­მა, ვილ­ნი­უ­სის აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის მზა­დე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში, მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია რუ­სე­თის მი­ერ აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ. რე­ზო­ლუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლის B პა­რაგ­რაფ­ში ვკითხუ­ლობთ:

„აღმოსავლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც [ევროკავშირთან] ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გზა­ზე წინ მი­ი­წე­ვენ, რუ­სე­თის ზე­წო­ლის ქვეშ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ზე­წო­ლა მო­ი­ცავს მი­ზან­მი­მარ­თულ სან­ქ­ცი­ებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ექ­ს­პორ­ტის წი­ნა­აღ­მ­დეგ, [რუსეთში] მოლ­დო­ვუ­რი ღვი­ნო­ე­ბის შე­ტა­ნის აკ­რ­ძალ­ვას, დნეს­ტ­რის­პი­რე­თის კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მ­ნას, სომ­ხე­თის­თ­ვის უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­ჩე­ნას. ზე­წო­ლის მი­ზა­ნია აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის იძუ­ლე­ბა, რომ მათ ხე­ლი არ მო­ა­წე­რონ ან პა­რა­ფი­რე­ბა არ გა­უ­კე­თონ ასო­ცი­რე­ბის ან­და ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ველ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და, სა­ნაც­ვ­ლოდ, შე­უ­ერ­თ­დ­ნენ რუ­სე­თის ინი­ცი­რე­ბულ სა­ბა­ჟო კავ­შირს, რო­მელ­საც რუ­სე­თი ევ­რა­ზი­ულ კავ­ში­რად გა­დაქ­ცე­ვას უპი­რებს. ამ ზე­წო­ლამ [აღმოსავლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის] ქვეყ­ნე­ბი, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისეთ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა, რო­მელ­შიც ისი­ნი არ უნ­და აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ".

სად არის სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ ზე­წო­ლის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში? – იკითხავს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი. ამ წე­რი­ლის ამო­ცა­ნაც სწო­რედ ისა­ა, ავ­ხ­ს­ნათ, რა ბერ­კე­ტი აქვს დღეს რუ­სეთს სა­ი­მი­სოდ, რომ მოლ­დო­ვის, სომ­ხე­თის, უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, არც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან შემ­დ­გო­მი, მყა­რად ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბა და­უშ­ვას.

რუ­სე­თის რე­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი

პირ­ველ რიგ­ში, ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის რუ­სუ­ლი „სატყუარა" უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ. გვახ­სოვს თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნის და მსგავ­ს­თა რი­ტო­რი­კა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი უნ­და გა­მო­აცხა­დოს: თუ კრემლს არ ექ­ნე­ბა იმ საფ­რ­თხის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო NATO-ში წევ­რი­ან­დე­ბა, მა­შინ რუ­სეთ­-­სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დი­ა.

დღეს იმა­ვე თე­ო­რი­ას პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ივა­ნიშ­ვი­ლი გვთა­ვა­ზობს: სა­ქარ­თ­ვე­ლო არ უნ­და იყოს სა­ჯილ­დაო ქვა (არა მგო­ნი­ა, ეს იდი­ო­მა ეხ­მა­რა, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ასე უფ­რო ად­ვი­ლია მი­სი აზ­რის გად­მო­ცე­მა – ზ.ჭ.) ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის.

რუ­სე­თიც ხომ მუდ­მი­ვად ამას იმე­ო­რებ­და: ჩვენ­თ­ვის საფ­რ­თხე NATO-ს აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბა­ა, თო­რემ ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბა (თუმცა აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ წევ­რო­ბამ­დე ჯერ ბევ­რი გვიკ­ლია – ზ.ჭ.) ჩვენ­თ­ვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის წინ მოლ­დო­ვა­ზე, სომ­ხეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ზე­წო­ლამ რუ­სე­თის რე­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა: გა­ირ­კ­ვა, რომ რუ­სეთს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ან უკ­რა­ი­ნის NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არ უნ­და, არა­მედ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის (ბალტიისპირეთის ქვეყ­ნებ­მა, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, 90-იან წლებ­ში­ვე და­აღ­წი­ეს თა­ვი „წითელ ღო­ბეს") ევ­რო­პას­თან ნე­ბის­მი­ე­რი – თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი – ფორ­მით ინ­ტეგ­რა­ცია აშ­ფო­თებს.

მე­ტიც, ევ­რო­კავ­შირ­თან აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ა, რა­საც ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რა და იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია მო­ი­ტანს, ყვე­ლა­ზე მე­ტად აც­ლის სა­ფუძ­ველს კრემ­ლის აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას მი­სი საზღ­ვ­რე­ბის გას­წ­ვ­რივ. ეკო­ნო­მი­კუ­რად წელ­გა­მარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან იმ ტი­პის ზე­წო­ლას, რა­საც კრემ­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თავს თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

ბერ­კე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე

მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ ცი­ტა­ტა­ში (და, ზო­გა­დად, ტექ­ს­ტ­ში) არ ფი­გუ­რი­რებს, მარ­ტი­ვი­ა: ყვე­ლა ბერ­კე­ტი, რა­საც ზე­წო­ლის­თ­ვის რუ­სე­თი დღეს მოლ­დო­ვის, სომ­ხე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ იყე­ნებს, კრემ­ლ­მა ან უკ­ვე გა­მო­ი­ყე­ნა, ან თა­ვად სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­უ­კარ­გა მას ძა­ლა. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად:

– სომ­ხე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უსაფ­რ­თხო­ე­ბა რუ­სეთ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­კო­ვი თბი­ლისს ვერ და­ა­შან­ტა­ჟებ­და, თურ­ქეთ­-ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნის „სენდვიჩში" მარ­ტო და­ტო­ვე­ბით.

– უკ­რა­ი­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა, ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთავ­რო­ბის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით, არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე, ხო­ლო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის, მათ შო­რის, ღვი­ნის რუ­სულ ბა­ზარ­ზე შე­ტა­ნა კრემ­ლ­მა ჯერ კი­დევ 2006 წელს აკ­რ­ძა­ლა.

– მოლ­დო­ვის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, 2006 წელს ღვი­ნის რუ­სულ ბა­ზარ­ზე შე­ტა­ნის აკ­რ­ძალ­ვის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს (წინა) მთავ­რო­ბა­სა და ღვი­ნის ინ­დუს­ტ­რი­ას არ ურ­ბე­ნია გე­ნა­დი ონიშ­ჩენ­კოს კარ­ზე. ამის ნაც­ვ­ლად, ქარ­თულ­მა ღვი­ნომ გა­სა­ღე­ბის ახა­ლი ბაზ­რე­ბი იპო­ვა; იმა­ვე მოლ­დო­ვის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რუ­სეთ­მა უკ­ვე გა­მო­ი­ყე­ნა აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ფაქ­ტო­რი და მა­თი „დამოუკიდებელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბად" აღი­ა­რე­ბით, თა­ვად­ვე მო­ის­პო თბი­ლის­ზე ზე­გავ­ლე­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი.

ვუბ­რუნ­დე­ბი მთა­ვარ კითხ­ვას: მაშ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის რა ბერ­კე­ტი აქვს რუ­სეთს?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის რა ბერ­კე­ტი აქვს რუ­სეთს?
პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი­ა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­გ­ვა­რი პრო­ცე­სე­ბი უნ­და გან­ვი­თარ­დეს, რაც და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებს და­ა­ეჭ­ვებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ჩვენს ერ­თ­გუ­ლე­ბა­ში; ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პო­ტენ­ცი­ალ­ში; პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩოს ფარ­გ­ლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში.

პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი­ა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­გ­ვა­რი პრო­ცე­სე­ბი უნ­და გან­ვი­თარ­დეს, რაც და­სავ­ლელ პარ­ტ­ნი­ო­რებს და­ა­ეჭ­ვებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ჩვენს ერ­თ­გუ­ლე­ბა­ში; ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პო­ტენ­ცი­ალ­ში; პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩოს ფარ­გ­ლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში.

სექ­ტემ­ბ­რის და­საწყის­ში ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან სა­უბ­რი­სას რამ­დე­ნი­მე ძი­რე­უ­ლი პრობ­ლე­მა და­ვი­ნა­ხე, რაც ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი „მარტივი" პა­სუ­ხის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს.

17-მა მა­ის­მა და ჭე­ლის მი­ნა­რეთის ამ­ბებ­მა (წინმსწრები ნიგ­ვ­ზი­ა­ნით, წინ­წყა­რო­თი და სამ­თაწყა­რო­თი) ბევ­რი ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გო­ბა­რი და­ა­ფიქ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეთ­ნი­კურ­-­რე­ლი­გი­უ­რი ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის საფ­რ­თხე­ზე, კერ­ძოდ კი იმა­ზე, შე­უძ­ლია თუ არა ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ველ და რე­ლი­გი­უ­რად მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ უმ­რავ­ლე­სო­ბას აიტა­ნოს მის გვერ­დით რა­ი­მე ნიშ­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი არა იმ­დე­ნად ამ­გ­ვა­რი ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბამ გა­ა­ოგ­ნა (ასეთი რამ ევ­რო­პის ძველ დე­მოკ­რა­ტი­ებ­შიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს), არა­მედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე, ადეკ­ვა­ტუ­რი, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის ნაც­ვ­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­თ­მობ­მა, ქვი­შა­ში თა­ვის ჩარ­გ­ვის პო­ლი­ტი­კამ, რა­მაც ექ­ს­ტ­რე­მიზ­მი კი­დევ უფ­რო წა­ა­ხა­ლი­სა (ამ ნიშ­ნით იყო ნიგ­ვ­ზი­ა­ნის, წინ­წყა­რო­სა და სამ­თაწყა­როს შემ­თხ­ვე­ვე­ბი ჭე­ლის მი­ნა­რე­თის ამ­ბის წინ­მ­ს­წ­რე­ბი).

ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი მყარ კავ­შირს ხე­და­ვენ ძა­ლა­დო­ბის იმ ტალ­ღას, რაც ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ აგორ­და 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბ­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, და იმ ტალ­ღას შო­რის, რაც სხვა­დას­ხ­ვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხელ­ისუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის დღი­დან.

ეჭ­ვ­გა­რე­შე­ა, რომ 2013 წლის 8 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბის წინ ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­სარ­ბე­ვად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ექ­ს­ტ­რე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ასი­ვე პრო­ცენ­ტი 2013 წლის 17 მა­ი­სის ან­ტი­დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ა. პრობ­ლე­მის სა­თა­ვეც სწო­რედ ესა­ა: არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ძა­ლუძს, ზოგ­ჯერ სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს ექ­ს­ტ­რე­მის­ტ­თა ჯგუ­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ზოგ­ჯერ კი – მი­სი მო­თოკ­ვა შეძ­ლოს. 100-ლარიანი ჯა­რი­მე­ბი ექ­ს­ტ­რე­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ არ მოქ­მე­დებს, პი­რი­ქით, ძა­ლა­დო­ბის­კენ კი­დევ უფ­რო ახა­ლი­სებს.

ევ­რო­პა­ში, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვად გა­მო­ი­ა­რა ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი წმენ­დის არა­ერ­თი ტალ­ღა, უყ­ვართ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა. არა სიტყ­ვა, არა­მედ თა­ვად ფაქ­ტი, რო­გორც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბის თა­ნაცხოვ­რე­ბა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, რა­სობ­რი­ვი, სექ­სუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის და, ამა­ვე დროს, პო­ლი­ტი­კუ­რიც. ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცია შედ­გე­ბო­და, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ჯერ ძი­რე­ულ პრინ­ციპ­ზე – რე­ლი­გი­ურ, ეთ­ნი­კურ, რა­სობ­რივ, სექ­სუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­თა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ.

პო­ლი­ტი­კის თე­ო­რი­ის ენა­ზე რომ ვთქვათ, კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ, შემ­დ­გარ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში ლი­ბე­რა­ლიზ­მი თუ წინ არ უს­წ­რებ­და დე­მოკ­რა­ტი­ას (საყოველთაო სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას), რო­გორც მი­ნი­მუმ, არ ჩა­მორ­ჩე­ბო­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­თუ ექ­ს­ტ­რე­მიზმს არ აღ­კ­ვეთს (და ამით ახა­ლი­სებს), არა­მედ თა­ვად არის ამ ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის წყა­რო და პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მის სა­თა­ვედ აცხა­დებს: იგი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მო­სახ­ლე­ო­ბას ერ­თა­დერთ რა­მეს – პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა. ეს კი 17 მა­ი­სი­თა და ჭე­ლის მი­ნა­რე­თის ამ­ბით შო­კი­რე­ბულ ჩვენს ევ­რო­პელ მე­გობ­რებს იმის ფიქ­რის­კენ უბიძ­გებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სად­მი ძა­ლა­დო­ბის უფ­რო დი­დი ტალ­ღის აგო­რე­ბა არ მოჰ­ყ­ვეს.

ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბაც პირ­და­პი­რაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვ­ლა­ზე, ინ­ვეს­ტო­რე­ბი კი თავს იკა­ვე­ბენ ისეთ ქვეყ­ნებ­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბის­გან, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის ნაც­ვ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბას ხე­და­ვენ, სა­დაც რა­ი­მე ტი­პის კონ­ფ­ლიქ­ტია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მათ შო­რის, რე­ლი­გი­ურ თუ ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე.

2008 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­თა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის დღე­საც მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ით, რუ­სე­თი სწო­რედ ინ­ვეს­ტო­რე­ბის დაფ­რ­თხო­ბას და ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის და­სუს­ტე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ამ პი­რო­ბებ­შიც კი, სა­ქარ­თ­ვე­ლომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა და მხო­ლოდ ახ­ლა, ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ხდე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა მარ­თ­ლაც შე­ვი­დეს რთუ­ლად გა­მოს­წო­რე­ბა­დი დაღ­მას­ვ­ლის სპი­რალ­ში. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ევ­რო­კავ­შირს სა­მე­გობ­როდ და სა­მე­ზობ­ლოდ ახა­ლი სა­ბერ­ძ­ნე­თი კი არ სჭირ­დე­ბა, არა­მედ ჯან­სა­ღი ეკო­ნო­მი­კა, რო­მე­ლიც რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ბრი­უ­სე­ლი­დან წა­მო­სუ­ლი სუბ­სი­დი­ე­ბით ხე­ლით სათ­რე­ვი არ გახ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ბრი­უ­სელ­თან თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად კი არ გვჭირ­დე­ბა, ან­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოჯა­ხებ­ში უბ­რა­ლოდ მე­ტი შე­მო­სა­ვა­ლი გვქონ­დეს (თუმცა, და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს ძა­ლი­ან არ­სე­ბი­თი­ა). ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დ­ნა და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ღა­ტა­კე­ბა თა­ვა­დაა ექ­ს­ტ­რე­მიზ­მის წყა­რო. მე­ტიც, ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, მთავ­რო­ბა ვე­ღარ ახერ­ხებს, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, მათ შო­რის, მა­ში­ნაც, რო­ცა რა­ი­მე ტი­პის ექ­ს­ტ­რე­მიზ­მია აღ­საკ­ვე­თი.

შევ­ხე­დოთ, სად ვცხოვ­რობთ დღეს – ძა­ლა­დობ­რი­ვი, აგ­რე­სი­უ­ლი გა­რე­მო; ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცი­ა; პრე­მი­ერ­მი­ნისტრ ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მოცხა­დე­ბუ­ლი წას­ვ­ლით შექ­მ­ნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა – და კვლავ ვსვამ კითხ­ვას: არის თუ არა ეს ის გა­რე­მო, რაც ევ­რო­პელ მე­გობ­რებს ათას­ჯერ და­ა­ფიქ­რებს, ვიდ­რე ჩვენ­კენ ნა­ბიჯს გად­მოდ­გა­მენ? და არის თუ არა ეს ის გა­რე­მო, რაც რუ­სეთს უბიძ­გებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ კი­დევ უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი იყოს?

პა­სუ­ხი ისევ და ისევ „მარტივია": დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასა­ვალ­-­და­სა­ვა­ლის იდე­ო­ლო­გია მარ­თავს. ეს შავ­რაზ­მუ­ლი გა­ზე­თი კი დღეს­დღე­ო­ბით კრემ­ლის მთა­ვა­რი და­საყ­რ­დე­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

კომენტარები