საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის პროექტი: 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური

en.academic.ru

საქართველოს უახლოეს მომავალში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს მიიღებს. ეს განცხადება თურქული კომპანიის ჩალიკ ენერჯის დირექტორმა tv3-ის ეთერში განაცხადა. თბოელექტროსადგური გარდაბანში აშენდება.

ენერგეტიკული პროექტი საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. ფონდის პრეზიდენტმა თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. პროექტის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იქნება. თანხას მთლიანად საპარტნიორო ფონდი და მისი შვილობილი კომპანია - გაზისა და ნავთობის კორპორაცია გაიღებს.

"მსგავსი კალიბრის თბოელექტროსადგური დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პრაქტიკულად პირველად შენდება. ეს არის 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური," - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც ჩალიკ ენერჯის დირექტორი აღნიშნავს, პროექტის განსახორციელებლად, კონსულტაციები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდთან, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ზამთარში იგეგმება.

კომენტარები