ნობელის პრემიის ლაურეატი

”უჯრედოვანი ტრანსპორტირება” ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

nytimes.com

წელს ნობელის პრიზი მედიცინაში შეტანილი წვლილისათვის სამმა მეცნიერმა გაიყო. გამარჯვებულები ამერიკელები ჯეიმს როთმენი, რენდი შეკმანი და გერმანელი ტომას სუდჰოფი გახდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ უჯრედის ნაწილაკები, ე.წ. ვეზიკულები გემების ფლოტივით მოქმედებს. ისინი უჯრედებს შორის ნივთიერებების მიმოცვლაში კრიტიკულ როლს თამაშობენ.

”უჯრედოვანი ტრანსპორტირებისას” ვეზიკულები გამართულად მუშაობენ, ზუსტად განსაზღვრულ დროსა და ადგილზე მიაქვთ ”საქონელი”. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ტვინისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის და ჰორმონების გამოსათავისუფლებლად. არასწორი ტრანსპორტირება დიაბეტსა და ტვინის არეულ ფუნქციონირებას იწვევს.

კომენტარები