ევაკუაცია ფრანგულ სკოლაში

ფრანგულ კოლეჯში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფრანგულ კოლეჯში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. შს სამინისტროს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება იყო შესული. სკოლაში გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და დღეს აღარ განხლდება.

კომენტარები