ევაკუაცია ფრანგულ სკოლაში

ფალიაშვილზე, ფრანგულ კოლეჯში გამნაღმველები მუშაობენ

თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფრანგულ კოლეჯში ამ მომენტში გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს. სკოლაში ევაკუაცია შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით გამოცხადდა.

ბავშვებმა და მასწავლებლებმა სკოლის შენობა უკვე დატოვეს. სასწავლო პროცესი შეჩერებულია და დღეს აღარ განახლდება.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კომენტარები