დაკავება გამოძალვის ბრალდებით

შსს: ბრალდებული დაზარალებულს ვირტუალური სექსის ჩანაწერით აშანტაჟებდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თამაზ ჩ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული სხვისი სახელით, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მოქალაქე ნ. ბ-სთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს ამყარებდა და ჩაწერილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვიდეორგოლები. მოგვიანებით თამაზ ჩ. დაუკავშირდა ნ. ბ-ს და მოსთხოვა მისთვის 400 ლარი გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომიტირებელი მასალების სოციალურ ქსელში ატვირთვით დაემუქრა.

შს-ს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან ორი ლეპტოპი ამოიღეს.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ითავლისწინებს ჯარიმას, ან პატიმრობას 2-დან 4 წლამდე.

კომენტარები