ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მთავრობას სამი ნაბიჯის გადაგმას ვთავაზობ

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეექვსე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღების სამი ნაბიჯი შესთავაზა.

"მე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ვთავაზობ მთავრობას, ერთად გადავდგათ სამი ნაბიჯი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ასეულობით ათასი ქართული ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის. პირველი, გავაგრძელოთ გადასახადების შემცირება, რითაც თითოეული ოჯახი მეთ შემოსავალს მიიღებს და მეტი თანხა დარჩება. მეორე, უარი ვთქვათ ახალი რეგულაციების შემოღებაზე, რითაც შევქმნით სტაბილურ საინვესტიციო გარემოს და მოვიზიდავთ ინვესტიციებს და მესამე მოვახდინოთ ეკონომიკური ამნისტირება და ბიზნესის სრული დეკრიმინალიზება, რითაც ბიზნესს შევუქმნით დაცულობის განცდას და სწორედ დაცული და გაფართოებული ბიზნესის მეშვეობით შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულმა ეკონომიკურმა დებატებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ არანაირი ალტერნატიული გეგმა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობას არ გააჩნია. მათი გეგმაა შემდგომი დაპირისპირება, ჩვენი გეგმაა ურთიერთანამშრომლობა ხალხის საკეთილდღეოდ. სწორედ ამიტომ მე მზად ვიმუშავო მთავრობასთან და მიუხედავად უამრავ საკითხზე ძირეულად განსხვაებული შეხედულებებისა მივაღწიო იმას, რაც ჩვენ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება, მეტი სამუშაო ადგილი, უკეთესი ანაზღაურება და უფრო მეტად დაცული თითოეული ოჯახი ამ ქვეყანაში. აი ეს არის მეგობრებო ჩვენი ამოცანა." - განაცხადა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები