ახალაიას აუდიო-ვიდეოჩანაწერი

პროკურატურამ ახალაიას საკანში გადაღებულ ვიდეომასალაზე გამოძიება დაიწყო

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა დაედო, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული პატიმრის, ბაჩანა ახალაიას ცალკეულ პირებთან შეხვედრებსა და საუბარს ასახავს.

შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვიდეო 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა სააგენტომ მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში და მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი.

კომენტარები