დიპლომატიური კორპუსი კონფლიქტურ ზონებში

ხურვალეთს, დიცსა და დვანს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დღეს, დიდ ხურვალეთს, დიცსა და დვანს ესტუმრებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მდებარე სამ სოფელს მოინახულებენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

 

კომენტარები