პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

მერაბ მეტრეველი: ივანიშვილს უნდა, საზოგადოება აღზარდოს

Palitratv.ge

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პრემიერმინისტრის შეხვედრას მედიახელმძღვანელებთან და ტელეგადაცემების წამყვანებთან აფასებს. მისი თქმით, ჟურნლისტების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ როდესაც პრემიერმინისტრი იმავეს აკეთებს, კარგი ტონი არ არის.

"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს უნდა, საზოგადოება აღზარდოს, ჯერ ექსპერტებს ჩაუტარა აღმზრდელობითი სამუშაო, ახლა ჟურნალისტებს, მერე თქვა, რომ ენჯეოებს უნდა შეხვდეს. ყველას აქვს უფლება, ვიღაცეებს შეხვდეს და აკრიტიკოს, მაგრამ პრემიერი ამას თუ გააკეთებდა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობიდან წავა, ეს უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა. 

მეტრეველის თქმით, პრემიერის კრიტიკა ჟურნალისტების მიმართ არაკვალიფიციური იყო.

"თუ მას უნდა, რომ კონკრეტული ჟურნალისტი გამონათქვამების გამო აკრიტიკოს, მაშინ ის კი არ უნდა დაეყრდნოს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, პრესცენტრის მიერ მომზადებულ მასალებს, კეთილი უნდა ინებოს, ყველა გადაცემას უყუროს, ყველა სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხოს და ამის შემდეგ აკრიტიკოს ჟურნალისტები", - თქვა მერაბ მეტრეველმა.

კომენტარები