ქართული დელეგაცია სტრასბურგში

დავით უსუფაშვილი: ქართული ოცნება ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნება ერთიანობას არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ  უსუფაშვილმა სტრასბურგში ვიზიტისას თქვა. მათივე ცნობით, დავით უსუფაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონს, ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკის, მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარეს ანდრეს ჰერკელს და მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს - ბორის სილევიჩს და მაიკლ აასტრუპ იენსენს შეხვდა. მათ საქართველოში არსებულ ახალ პოლიტიკურ რეალობასა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების საკითხსაც შეეხო, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ოკუპანტთა მიერ გავლებული მავთულხლართების შესახებაც ისაუბრა. 

"შეხვედრაზე ვოიცეკ სავიცკიმ პოზიტიურად შეაფასა სამართლებრივ საკითხებში და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე საქართველოს მთავრობის კონსულტანტის, თომას ჰამარბერგის ანგარიში "საქართველო გარადამავალ პერიოდში", რომელშიც ასახულია IMG 9418 ადამიანთა უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათ დეტალურად ისაუბრეს ანგარიშში წარმოდგენილ იმ საკითხებზე, რომლებზეც ხელისუფლებამ სამომავლოდ უნდა გაამახვილოს ყურადღება. ესაა სხვადასხვა სახის უმცირესობების პრობლემების შესწავლა. აღინიშნა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს მაღალი თანამდებობის პირებისადმი აღძრულ საქმეებზე დაკვირვებას. შეხვედრებზე დადებითად შეფასდა ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც თომას ჰამარბერგის ანგარიშშიც არის ასახული", - აცხადებს პარლამენტის პრესსამსახური. 

კომენტარები