შსს

შსს-მ საქართველოს ბანკის ფილიალის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, პნევმატური იარაღის მუქარით ოპერატორს 400 დოლარი და 560 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი გ. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 28 სექტემბერს თბილისში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები