შემთხვევა ბათუმში

შსს-მ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

RFE/RL

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ვახტანგ ჩ. დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, N6-ში მცხოვრებ ირაკლი ცივნარიძეს, რომელიც საკუთარი სახლის აივანზე იდგა, სახლის მოპირდაპირე მხარეს მდგომმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა ვახტანგ ჩ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაჭრილი გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე და 19-108-ე მუხლებით).

 

კომენტარები