შემთხვევა ბათუმში

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მეზობლების თქმით, ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე იდგა, როდესაც 6-ჯერ ისროლეს.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას თქმით, პირი, რომელმაც გაისროლა, პოლიციამ ადგილზევე დააკავა. სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები