თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

პეგასუსის ავიალაინერმა თბილისიდან რეისის შესრულება ვერ შეძლო

პეგასუსის ავიახაზები
wikipedia.org

მგზავრები, რომლებიც ავიაკომპანია პეგასუსის რეისით 4:40 წუთზე სტამბოლში უნდა გაფრენილიყვნენ, ამ დრომდე თბილისში რჩებიან. ისინი პეგასუსის წარმომადგენლებისგან შეფერხების მიზეზის დადგენას ითხოვენ. მგზავრების განცხადებით, რამდენიმე მცდელობის შემდეგ თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო, რის შემდეგაც ლაინერიდან გადმოსვეს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ვერგაფრენის მიზეზი მათი კუთვნილი ავიალაინერის ტექნიკური გაუმართავობა იყო და მგზავრები, რომლებსაც პეგასუსის გამო პრობლემები შეექმნათ სასურველი მიმართულებებით რეისი ხვალ გამთენიისას 3:30 წუთზე გაფრინდებიან.

კომენტარები