ISAF-ის მისია

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გამგზავრებამდე ჯუმა-მეჩეთს ეწვივნენ

Georgia's Defence Minister Irakli Alasania shakes hands with a soldier at the military base in Mukhrovani outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი დღეს, საქართველოს მუსლიმთა კავშირის შეიხს შეხვდა. ვაგიფ აქპეროვმა ჯარისკაცებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთში არსებული შეზღუდვები და ადად-წესები გააცნო. შეხვედრა თბილისის ჯუმა-მეჩეთში გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა.

ვაგიფ აქპეროვმა კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრით და განაცხადა, რომ შეიხის მიერ ნატოს წევრი ქვეყნის ჯარისკაცების მეჩეთში ამგვარი ფორმით მასპინძლობა, უპრეცედენტო მოვლენაა. მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ყველა ჯარისკაცი უნდა გაეცნოს მუსლიმურ კულტურას, ტრადიციებს, რადგან ჩვენ იქ ჩავდივართ რომ დავეხმაროთ ავღანურ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობის დამსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კი კარგად იცნობ მათ ტრადიციებს. აქ არიან ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქე ჯარისკაცებიც და ასევე ქრისტიანებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი უნდა გახდეს საზოგადოებასა და ჩვენ ჯარს შორის, ავღანეთში ამ ურთიერთობის დასამყარებლად," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მსგავსი შეხვედრის ორგანიზება პირველად მოხდა. 31-ე ბატალიონის წევრები, სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში ეტაპობრივად გაემგზავრებიან.

კომენტარები