შსს

შსს-მ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შვიდი პირი იქნა დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით დააკავეს წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1990 წელს დაბადებული ლაშა ზ, 1983 წელს დაბადებული ირაკლი კ, 1985 წელს დაბადებული მირიან ჩ. და 1979 წელს დაბადებული ჯაბა ხ. ასევე დაკავებული არიან: 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ გ, 1985 წელს დაბადებული ამირან დ. და 1990 წელს დაბადებული ზვიად ე.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრები არიან. საგამოძიებო მოქმედებების დროს ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები ე.წ. „ქურდული გარჩევის“ გზით მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

კომენტარები