პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

გოგუაძე: საბჭოდან წევრის გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, საბჭო უუნარო გახდეს

allmedia.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ეკა მაზმიშვილის მიერ დაწერილ საბჭოს დატოვების თხოვნის შესახებ განცხადებას, თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე არასწორს უწოდებს. მისი თქმით, განცხადება არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის სახელზე უნდა დაწერილიყო. შესაბამისად, მაზმიშვილს უფლებამოსილება არ შეწყვეტია.

ემზარ გოგუაძის თქმით, სამეთვალყურეო საბჭოდან კიდევ ერთი წევრის გასვლის შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ საბჭო უუნარო გახდეს. მისივე შეფასებით, მაუწყებელი საფრთხის წინაშე დადგება.

გოგუაძე ასევე ამბობს, რომ თუ ვინმე საბჭოს დატოვებას აპირებს, მოსალოდნელი შედეგები უნდა გაითვალისწინოს. 

კომენტარები