ფოკუსი

სოსო გალუმაშვილი პოლიტიკური რეიტინგების შესახებ

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის გამოსავლენად, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დღეს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, 50%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს.

როგორია საპრეზიდენტო კანდიდატების შანსები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორ აფასებს მოსახლეობა მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობას და მოქმედებს თუ არა მოქალაქეების არჩევანზე ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება - პასუხები ამ კითხვებზე მოისმინთ ფოკუსის პირველ ნაწილში.
გადაცემის მეორე ბლოკში - წინასაარჩევნო კამპანიასა და მოლოდინებზე ჩვენს კითხვებს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე პასუხობს.
ასევე, პირდაპირი ჩართვა ჯეპრას უფროს კონსულტანტთან, სოსო გალუმაშვილთან.

კომენტარები