მკვლელობა ლაგოდეხში

ლაგოდეხში 20 წლის ოლეგ გუცანი მოკლეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში 20 წლის ოლეგ გუცანი მოკლეს. არსებული ინფორმაციის თანახმად, გუცანი ბავშვობის მეგობრებმა სანადირო თოფით მოკლეს.

ოლეგ გუცანი სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის შემდეგ გუცანთან ერთად მყოფი ორი მეგობარი დაკითხეს, რის შემდეგაც მათ დანაშაული აღიარეს. პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. საქმეს კახეთის სამხარეო პოლიცია იძიებს. 

კომენტარები