ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვაში

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას დაილის ალფონსას ბარაკაუსკას შეხვდა. შეხვედრაზე მათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. საქართველოს და ლიტვის შს მინისტრებმა ორ დოკუმენტს – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელი მოაწერეს. 

შეხვედრის ბოლოს საქართველოს და ლიტვის შს მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც საუბრის მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი, ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო.შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

კომენტარები