ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან არ არის სტაბილური

ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც დღეს რუსეთთან გვაქვს, არ არის სტაბილური. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ეს ინფორმაცია ყველა ქართველ ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს.

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან ტურიზმის მიმართულების განვითარებას გეგმავს, თუმცა რუსული მხარისგან არაადეკვატური ნაბიჯები იდგმება და ამ ფონზე ეკონომიკური ურთიერთობების პროგნოზი ჭირს. მისივე თქმით, თუ დვანში განვითარებული მოვლენები რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს, ეს სამწუხარო იქნება, თუმცა ხელისუფლება ამის სანაცვლოდ არაფერს დათმობს. 

კომენტარები