NDI-ის კვლევა

NDI: ქართულ ოცნებას ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად გამოკითხულთა 5% მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. მას გამოკითხულთა 42% ასახელებს. დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს კი - 8%.

ქართულ ოცნებას ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 5% მიიჩნევს. ლეიბორისტულ პარტიას ასევე 5%.

გამოკითხულთა 24% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიიჩნევს.

NDI-ის კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

კომენტარები