NDI-ის კვლევა

NDI: საქართველოს პოლიციისა და მთავარი პროკურატურის რეიტინგი შემცირდა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ივნისის შემდეგ საქართველოს პოლიციისა და მთავარი პროკურატურის რეიტინგი შემცირდა.

ივნისში პოლიციის საქმიანობას დადებითად 55% აფასებდა, სექტემბერში კი კმაყოფილი 51%-ია. 4 თვის წინ მთავარი პროკურატურის საქმიანობას დადებითად 24% აფასებდა, უახლეს კვლევაში კი კმაყოფილი მხოლოდ 17%-ია.

გაიზარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის რეიტინგი. მმართველი კოალიციის საქმიანობას დადებითად 38% აფასებს, ნაციონალური მოძრაობისას კი 12%. ივნისის კვლევაში ქართული ოცნების საქმიანობით კმაყოფილი 35% იყო, ნაციონალური მოძრაობის კი 9%.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ბოლო ტალღა NDI-ის დაკვეთით საქართველოს ქართულენოვან მოსახლეობაში 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა CRRC-მ. წარმომადგენლობითი შერჩევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ გამოიკითხა 3,838 პირი. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

კომენტარები