NDI-ის კვლევა

NDI-ის გამოკითხვით, პატრიარქის რეიტინგი გაიზარდა

ერონულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს, 26 სექტემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2013 წლის ივნისთან შედარებით, სექტემბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის რეიტინგი 2%-ით არის გაზრდილი და 94%-ს შეადგენს.

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა პატრიარქი ილია მეორე, გამოკითხულთა 94% პასუხობს კი-ს, 3% პასუხზე უარს აცხადებს, 1%-ს არ მოსწონს, 2%-ს კი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.

NDI-ის გამოკითხვით, პატრიარქი ივნისში 92%-ს მოსწონდა.

კომენტარები