ივანიშვილი: ვფიქრობ, წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ ყველაფერს

პირდაპირ თუ ირიბად, თითქმის ყველა ექსპერტის პოზიციაა, რომ ახალ მთავრობას დაპირებების შესრულების პრობლემა აქვს. წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები. ვიცი, რომ ჩვენს კანდიდატ მარგველაშვილზეც განსხვავებული პოზიციები გაქვთ. ასევე, პოლიტიკიდან ჩემს წასვლაზე თქვენს პოზიციებს არ ვეთანხმები, რადგან არცერთი ექსპერტი არ იზიარებს იმ ანალიზს, რასაც მე ვაკეთებ. არ მინახავს არცერთი ექსპერტი, რომელიც იტყოდა, რომ მთავრობა დანაპირებს განუხრელად და წარმატებით ასრულებს. მე ვფიქრობ, წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ ყველაფერს. ამიტომ, ვიდრე მე გავიხსენებ, კეთილი ინებეთ და შემახსენეთ, რა არ მოგწონთ, მე კი შევეცდები, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბიზნესცენტრში ექსპერტებს ამგვარად მიმართა.

კომენტარები