ოკუპირებული ტერიტორიები

წულუკიანი მცოცავ ოკუპაციაზე: არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმშვიდე უნდა გამოიჩინოს. 

"ეს ორი სიტყვა - სიმტკიცე და სიმშვიდე არის ჩვენი ხელისუფლების წამყვანი რუსეთთან ურთიერთობაში და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც არ უნდა აგრესიული იყოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი. ამისთვის არსებობს სხვა, მართალია გრძელვადიანი ბერკეტები, მაგრამ სახელმწიფოსთვის უფრო სწორი გზა. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიციები. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ევროკავშირი უკვე გააქტიურდა და მიხვდა, რომ ჩვენ მარტო არ უნდა დაგვტოვოს ამ სიმტკიცეში", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან აგრესიული რიტორიკა არ ჰქონდეს.

"ჩვენი დიპლომატია დღეს არის მოწოდების სიმაღლზე და მჯერა, რომ ძალიან მალე, როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, შევძლებთ რუსეთთან თანასწორუფლებიან და შედეგიან დიალოგს. იმ ოჯახებს კი, ვინც არის პირდაპირი მსხვერპლი ამ საშინელების, ხელისუფლება გვერდში უდგას და გვერდში ედგება მანამ, სანამ არ იქნებიან ჩვენთან ერთიან საქართველოში", - დასძინა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დიცსა და დვანში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს.

კომენტარები