NDI-ის გამოკითხვა

NDI: გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილების თვალსაზრისით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილები შემცირდა. 4% თვლის, რომ ახლა უფრო მეტი სამუშაო ადგილია. 54%-ის აზრით კი, ბოლო ერთ წელიწადში ვითარება არ შეცვლილა.

NDI-ის კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობას ასახავს. 

კომენტარები