NDI-ის კვლევა

NDI: ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვა გამოკითხულთა 58%-ს უმნიშვნელოდ მიაჩნია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)  საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით, გამოკითხულთა 56% თვლის, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 16% -ის აზრით, უმნიშვნელოა.

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, 62%-სთვის მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 11% - სთვის უმნიშვნელოა.

სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად 15%-ს მიაჩნია, უმნიშვნელოდ კი - 58%-ს.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები