წყალდიდობა კახეთში

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯგუფები სწავლობენ

ghn.ge

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური ჯგუფები სწავლობენ. რეგიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამი ჯგუფი, ასევე, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია გაემგზავრნენ. მურღულია სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებს მოინახულებს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.

ამ ეტაპიზე ცნობილია, რომ ყველაზე მეტად თელავის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. პრობლემები კახეთში წვიმისგან ადიდებულმა მდინარეებმა გამოიწვია, დახოცილია შინაური ფრინველ-ცხოველი. წყალმა დატბორა სახლების პირველი სართულები და ნათესები. 

კომენტარები