წყალდიდობა კახეთში

ძლიერი წვიმის გამო, კახეთის რამდენიმე სოფელი დაიტბორა

ghn.ge

კახეთში წყალდიდობამ თელავისა და ახმეტის რაიონის სოფლები დატბორა. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ლოპოტა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაწყებულია ზარალის შესწავლა.

ძლიერი წვიმის შედეგად ასევე ადიდდა მდინარე ალაზანი. დაიტბორა სოფელი ალავერდი და ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. დაიხოცა შინაური ცხოვველ-ფრინველი. 

"გუშინდელმა წვიმებმა თელავის მუნიციპალიტეტში გამოიწვია მცირე პრობლემები, დაიტბორა სახლები. ჩვენი სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ადგილზე" - ამბობს  თელავის გამგებელი გივი მეტრეველი.

კომენტარები