რთველი

შალვა ფიფია: წელს არის პრინციპულად განსხვავებული რთველი

sazogadoeba.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით კახეთში 55 000 ტონაზე მეტი ყურძენია ჩაბარებული. როგორც ფიფიამ აღნიშნა, კახეთში რთველი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, "ძირითადი მოთამაშეები" კერძო კომპანიები არიან.

"რთველში აქტიურად არის ჩართული 70-მდე კერძო კომპანია. ისინი ყურძენს მთელი კახეთის მასშტაბით იბარებენ. წელს არის პრინციპულად განსხვავებული რთველი. შეიქმნა ფინანსური ინსტრუმენტი სპეციალურად მეღვინეებისთვის, რათა მათ ყურძნის შესყიდვა შეძლებოდათ. ასევე, შეიცვალა სუბსიდირების მექანიზმი და ფერმერთა პირდაპირი სუბსიდირების ნაცვლად ხდება მეღვინეების არაპირდაპირი სუბსიდირება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ჩარევა არის უფრო რბილი, ვიდრე წინა წლებში. ამავდროულად სახელმწიფო აღარ არის მთავარი მოთამაშე, მთავარი მოთამაშეები არიან კერძო კომპანიები, რომლებიც ყურძენს იბარებენ" - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

კომენტარები