სომხეთი

ერევანში „დამოუკიდებლობის მარში“ ჩატარდა

news.am

სომხეთის დედაქალაქში 21 სექტემბერს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, „დამოუკიდებლობის მარში" ჩატარდა, რომლის მონაწილეებმაც პროტსეტი გამოხატეს სომხეთის საბაჟო და ევრაზიულ კავშირებში გაწევრიანების წინააღმდეგ.

ერევნის ცენტრში რამდენიმე ასეულმა ადანმიანმა, რომლებიც სკანდირებდნენ - „არა საბაჟო კავშირს!" და „თავისუფლება და დამოუკიდებლობა სომხეთს!", პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც ჩაიარა.

ქუჩებში დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა მსვლელობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

საპროტესტო გამოსვლები სომხეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ვლდიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთი თანახმაა საბაჟო და ევრაზიულ კავშრებში გაწევრიანდეს. რაც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გამორიცხავს, რის თაობაზეც მოლაპარაკებებს სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა.

 

კომენტარები