NDI-ის კვლევა

მანჯგალაძე: წარწერა "სოხუმი" თვითმფრინავზე პუტინს აღიზიანებდა

medianews.ge

"სრულიად უეჭველია, რომ დღეს მთავრობას გაცილებით მეტი უჯდება კომერციული რეისების დაქირავება, ვიდრე ეს ჯდებოდა მაშინ, როდესაც თვითმფრინავი მთავრობის განკარგულებაში იყო და ძალიან ინტენსიურადაც გამოიყენებოდა. ეს პირდაპირი შედეგია პოპულიზმისა და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისა, რასაც ახალი მთავრობა იღებს",  - განაცხადა 21 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მან კომენტარი გააკეთა სამთავრობო თვითმფრინავის ბორტზე მისი სახელწოდების - "სოხუმის", წაშლასთან დაკავშირებთ. ამის გამო უკმაყოფილება მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გაამოთქვა. 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, თვითმფრინავს კერძო კომპანია განკარგავს და მისთვის სახელწოდებების შერჩევა მთავრობის პრეროგატივა არ არის. ის, რომ წარწერის წაშლა მისი გადაწყვეტილებით მოხდა, აირზენა-საქართველოს ავიახაზების დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა. 

"მხოლოდ ძალიან მიამიტი ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ იმ თვიმფრინავის სახელის შეცვლა, რომლითაც პრემიერი დაფრინავს, ხელეწიფება თუნდაც თამაზ გაიაშვილს",  - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 

"სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ აღიზიანებდა წარწერა „სოხუმი" ვლადიმერ პუტინს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ოკუპანტის ნებასურვილის უსიტყვო შემსრულებელი გახდა",  - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

კომენტარები