საქართველო-ევროკავშირი

ფულე საქართველოსთან შეთანხმების ხელმოწერას სამიტიდან ერთ წელიწადში ვარაუდობს

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკავშირმა მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა ვილნიუსის სამიტიდან ერთი წლის განმავლობაში გააფორმოს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ იალტაში, ევროპული სტრატეგიის ფორუმის ფარგლებში პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

"ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მოვემზადებით, ხელმოწერა კი ერთი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა შტეფან ფულემ.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში ნოემბერში გაიმართება. საქართველო და მოლდოვა სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების პარაფირებას გეგმავენ.

კომენტარები