ბომბის შესახებ შეტყობინება

თბილისის სამ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

112
medianews.ge

თბილისის 53-ე, 21-ე და 24-ე სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ 112-ში შეტყობინება შევიდა. სამივე სკოლაში ევაკუაციაა გამოცხადებული და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ამ დროისათვის, სკოლებში გამნაღმველებს ელოდებიან.

შსს-ის პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, სამივე სკოლაში ბომბის შესახებ ერთმა და იმავე პირმა დარეკა. 

ბოლო პერიოდში გახშირდა ანონიმური ზარები, რომელთა ავტორებიც სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობას იტყობინებიან. ამის გამო, პარლამენტი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს. კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. 

კომენტარები