საქსტატი

2013 წლის II კვარტალში მშპ 1.5%-ით გაიზარდა

2013 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1.5%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის II კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდა 8.2% იყო. 2013 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მშპ-ის რეალურმა ზრდამ წინა წლის იგივე პერიოდის მიმართ მხოლოდ 1.9% შეადგინა.

მშპ-ში ყველაზე დიდი წილი აქვს მრეწველობას (16.8%). მას მოსდევს ვაჭრობა (16.7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.9%), სახელმწიფო მმართველობა (10.5%), სოფლის მეურნეობა (9.5%), ჯანმრთელობის დაცვა (6.1%) და სოციალური დახმარება (6.1%).

2012 წლის II კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობა (9.9%) და ყველაზე მეტად შემცირდა მშენებლობის დარგი (-14.5%).

 

კომენტარები