შემთხვევა შარდენზე

შარდენის ქუჩაზე გუშინ ღამით ორი პირი დაჭრეს

tlg.gov.ge

შარდენის ქუჩაზე, კლუბ Unique-თან გუშინ ღამით ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. მათ შორის ერთი ქალია.

არსებული ინფორმაციის თანახმად, სროლა ორი მამაკაცის ურთიერთშელაპარაკებამ გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა უმისამართოდ ისროლა. დაშავებულებს ტყვია ანასხლეტის შედეგად მოხვდათ. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგონა გუშინვე გაწერეს. დაჭრილი მამაკაცი კი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები