კონფლიქტური ზონა

ანდრო ბარნოვი: საქართველოს მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ

www.weeknews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი მთავრობას მოსახლეობის რეალურად დაცვისკენ მოუწოდებს და რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევას, საქართველოს მშიშარა მთავრობას აბრალებს.

"შესაძლოა" არა, ბატონებო, უნდა გააძლიეროთ! და მხოლოდ პატრულირება კი არ უნდა გააძლიეროთ, არამედ - რეალურად უნდა დაიცვათ მოსახლეობა! თქვენი მოდუნებულობისა და მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ!" - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა თავის facebook გვერდზე,

ის შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, კახა ქემოკლიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა გააძლიეროს.

"არ შეიძლება მხოლოდ ბრიუსელსა და ჟენევაში ნაზი ხმით წარმოებული მოლაპარაკებების იმედად ყოფნა. ეს პრობლემები ძირითადად იმის გამოძახილია, რომ მოსახლეობა ამდენი ხნის მანძილზე სრულიად დაუცველი დატოვეთ! შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ პოლიცია და ჯარი ტყუილად არ ჰყავს ქვეყანას! იქამდე მიხვედით, რომ პოლიციელები ცრუ განგაშის ზარებით არიან დაკავებულნი, მოსახლეობას კი რუსები საკუთარ სახლებში აწიოკებენ! საქმეს მიხედეთ! საქმეს!!!" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ facebook–ით გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები