მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რანკო კრივოკაპიჩს და ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა. მათ საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება  იმ დოკუმენტებზე გამახვილდა, რომლებიც ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში - კერძოდ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიიღო. 

"შეხვედრისას ასევე, ასამბლეის ბოლო სესიაზე სტამბულში მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში შერჩევითი სამართლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობის შესახებ", - ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები